დღის სიახლეები
უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი“ ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა [ვიდეო]
უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაეროს ოფიციალურად გადასცა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ყდა, რომელიც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა.
მსგავსი
დღის გადაცემები