დღის სიახლეები
უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture- ზე განთავსდა [ვიდეო]
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture- ზე განთავსდა. იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts & Culture-ის თანამშრომლობის შედეგად იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს Google Arts & Culture-ის პორტალზე ცალკე სექცია დაეთმო. მათ შორის სრულად არის წარმოდგენილი ეროვნულ არქივში დაცული ყველა ის ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე იუნესკო-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული.
მსგავსი
დღის გადაცემები