24.11.2024 | 23:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ფარული ჩანაწერების ქსელში გავრცელებასთან დაკავშირებით სუსის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს [ვიდეო]

სუსის ფარული ჩანაწერების ქსელში გავრცელებასთან დაკავშირებით საუთარ პასუხისმგებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძრვანელი ვერ გრძნობს.  სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს გრიგოლ ლილუაშვილის სამ სიტყვიანი პასუხი  ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე.  ამავე პასუხისმგებლობაზე თავს ირიდებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. თუკი ლილუაშვილის პასუხი დამაკმაყოფილებელია მმართველი გუნდისთვის, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მანკიერი პრაქტიკის შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი. მესამე სექტორში კი, ფიქრობენ  რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ სუსის უფროსს ეკისრება, რადგან ამ მასშტაბის ფარული მოსმენების რესურსი მხოლოდ ამ უწყებას აქვს.

დღის გადაცემები