24.11.2024 | 18:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ფარხატ მამედოვიზ: "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის გამო, მხარეებს შორის დიდი ან მცირე მასშტაბის ომის განახლების ალბათობა საკმაოდ მაღალია"

ვითარებაზე მთიანი ყარაბაღის ნაწილში და მის ირგვლივ, სადაც სომხური მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, დაძაბულობის მიზეზებზე, ასევე ირან-სომხეთის ურთიერთობებზე, ასევე ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გაზრდაზე და სატრანზიტო გზების პერსპექტივებზე სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელმა ფარხატ მამედოვმა ისაუბრა.

- ბატონო ფარხატ, სამწუხაროდ, ვითარება მთიანი ყარაბაღის ნაწილში და მის ირგვლივ, სადაც სომხური მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, საკმაოდ დაძაბული და ფეთქებადსაშიშია. ვხედავთ, რომ ამგვარი ვითარება ნარჩუნდება.

რეალურად რა ხდება მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში და მის ირგვლივ, სადაც კომპაქტურად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს?

- სიტუაცია ამდაგვარია - ლაჩინის კორიდორი, ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში მოხვედრა, სადაც სომხური მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, როგორც ასფალტირებული გზა, ისე სხვა გზები აზერბაიჯანის მიერ კონტროლდება. გრუნტიან გზებს აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ. ასფალტირებულ გზებზე გრძელდება ეკოლოგების აქცია, რომლებიც აპროტესტებენ ყარაბაღის მთიანი ნაწილიდან წიაღისეული გატანას.

ყარაბაღის ამ ნაწილში აგრძელებენ ყოფნას სომხეთის რესპუბლიკის 10 ათასამდე სამხედრო მომსახურეები. მათ გაყვანას და რეგიონის ამ ნაწილის სრულ დემილიტარიზაციას ითხოვს აზერბაიჯანი. სომხური მხარე აცხადებს, რომ იქ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროები არ არიან. სომხური მხარე ამჯერადაც იტყუება.

აზერბაიჯანი ყარაბაღის სომხებს სთავაზობს მოლაპარაკებების დაწყებას ბაქოში, რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ყარაბაღის სომხების აზერბაიჯანში რეინტეგრაცია. ყარაბაღელი სომხები ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და ბაქოს სთავაზობენ შეხვედრას ხოჯალიშში, რუსი სამშვიდობო ძალების ბაზის ტერიტორიაზე და მათი მონაწილეობას მოლაპარაკებებში.

აზერბაიჯანი ყარაბაღის სომხებს სთავაზობს მოლაპარაკებების დაწყებას ბაქოში, რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ყარაბაღის სომხების აზერბაიჯანში რეინტეგრაცია. ყარაბაღელი სომხები ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და ბაქოს სთავაზობენ შეხვედრას ხოჯალიშში, რუსი სამშვიდობო ძალების ბაზის ტერიტორიაზე და მათი მონაწილეობას მოლაპარაკებებში

აზერბაიჯანს სურს ყარაბაღის სომხებთან პირდაპირი დიალოგი, ისინი კი გვთავაზობენ ამ პროცესში რუსი სამშვიდობოების მონაწილეობას.

- ყარაბაღის ზონაში ახლა რამდენი რუსი მშვიდობისმყოფელია და რა ფუნქციებს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში?

- ყარაბაღში მათი რიცხვი 2000-მდეა. ისინი ძირითადად გზებზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დგანან. ისინი დაპირისპირების ზონის მთლიან პერიმეტრს ვერ ფარავენ.

მათი ფუნქციები სამმხრივი შეთანხმებითაა განსაზღრული. მათი ფუნქციებში შედის რომ მხარეებმა არ აწარმოონ სროლები, ისინი ასევე აკონტროლებენ ლაჩინის კორიდორს.

- მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხების რიცხოვნობაზე სხვადასხვა ციფრები სახელდება. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით ახლა სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ყარაბაღის მთიან ნაწილში რამდენი ადამიანი ცხოვრობს?

- როგორც გითხარით იქ ახლა 10 ათასი სამხედრომო მოსამსახურე და დაახლოებით 20-25 ათასი სამოქალაქო პირი ცხოვრობს. მათ რაოდენობაზე სომხური მხარის მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება.

- თუ ლაჩინის კორიდორი სრულად კონტროლდება მთიანი ყარაბაღის ამ ნაწილში როგორ ხდება თუნდაც პირველი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების მიწოდება?

- ყარაბაღის მთიან ნაწილში ჰუმანიტარული ტვირთი სწორედ ლაჩინის კორიდორით შედის. ტვირთების მიწოდებაში მათ პრობლემები არ შეჰქმნიათ. ტვირთები საავტომობილო საშუალებებით შედის. ამ პროცესს სრულად აკონტროლებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები. ყველა ტვირთი გადის კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება დანიშნულების ადგილზე.

ყარაბაღის მთიან ნაწილში ჰუმანიტარული ტვირთი სწორედ ლაჩინის კორიდორით შედის. ამ პროცესს სრულად აკონტროლებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები. ყველა ტვირთი გადის კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება დანიშნულების ადგილზე

- ერევანსა და თეირანს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესებულია. რაში გამოიხატება სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს დაახლოება მთიან ყარაბაღზე?

- ირანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ყოველთვის თბილი იყო, მათ შორის პრობლემები არასდროს ყოფილა. დღეის მდგომარეობით, ირანი სრულად უჭერს მხარს სომხეთს, აზერბაიჯანსა და ნახჭევანის ოლქს შორის კომუნიკაციების ბლოკირების წინააღმდეგ გამოდის. მაგრამ, რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებასთან დამოკიდებულებაში არაკონსტრუქციული პოზიცია უკავია.

ფაქტობრივად, ირანი, სომხეთს სამხედრო კავშირის შექმნას სთავაზობს. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს არა მხოლოდ თეირანში გაკეთებული განცხადებების გამო, არამდე იმის გამოც, თუ რას აკეთებს ირანი კონკრეტულად სომხეთისათვის.

სომხეთი მზადაა მიიღოს დახმარება ყველასაგან, ვინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ იქნება. ადრე ასეთი ქვეყანა იყო რუსეთი, ახლა ირანი და ევროკავშირია. ირანი და სომხეთი აქტიურად თანამშრომლობენ სამხედრო სფეროშიც.

ირანი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეალურად არ შედგეს სამშვიდობო შეთანხმება და მხარეებმა ერთმანეთთან არ მოილაპარაკონ. თეირანი ცდილობს ყარაბაღის საკითხი არ იქნას გადაჭრილი და იგი დარჩეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეუთანხმებელ საკითხად.

ირანი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეალურად არ შედგეს სამშვიდობო შეთანხმება და მხარეებმა ერთმანეთთან არ მოილაპარაკონ. თეირანი ცდილობს ყარაბაღის საკითხი არ იქნას გადაჭრილი და იგი დარჩეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეუთანხმებელ საკითხად

აზერბაიჯანის პოზიცია ასეთია - თუ სომხეთი სირიის გზას დაადგება, საშუალებას მისცემს დაპირისპირებული მხარეების ძალების მის ტერიტორიაზე გამოჩენას, მხედველობაში მაქვს რუსეთი, ევროკავშირი, ახლა კიდევ ირანი, ეს მათი არჩევანია. ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანი ადეკვატურად იმოქმედებს.

- ბრძანეთ ირანმა სომხეთს სამხედრო კავშირის შექმნა შესთავაზა. თქვენი დაკვირვებით, ირანი სომხეთს სამხედრო დახმარებას უწევს?

- იყო ირანული ჯგუფების ყარაბაღში შეღწევის ფაქტები. საუბარია მამაკაცებზე, რომელთა ასაკი 25 წლიდან 45 წლამდე იყო. 30 - 30 ადამიანი ყარაბაღში შესვლას მაშინ ცდილობდა, როცა ლაჩინის გზაზე გადაადგილება თავისუფლად შეიძლებოდა.

მას შემდეგ, რაც ამ გზაზე ეკოლოგების აქცია დაიწყო და აზერბაიჯანმა მტკიცედ აჩვენა, რომ არ მისცემს ლაჩინის კორიდორის სამხედრო დანიშნულებისთვის გამოყენების საშუალებას, შეწყდა ამგვარი ჯგუფების გადაადგილება და ისინი ყარაბაღიდან იქნენ გამოყვანილი.

ირანული ჯგუფები ყარაბაღში სომხეთიდან ხვდებოდნენ და გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა ახლაც იქ არიან. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ირანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე ახლაც იმყოფებიან.

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ სომხეთმა ინდოეთთან მოაწერა შეთანხმებას ხელი, რომლის შესაბამისად სომხეთი ინდოეთიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ინდოეთიდან მიიღებს. ნავარაუდევია საარტილერიო სისტემებისა და უპილოტო თვითმფრინავების მიღება. ინდური სამხედრო ტვირთები სომხეთში ირანის გავლით ხვდება.

- გასაგებია, რომ სომხეთის მიმართულებით ირანი გააქტიურებულია, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია თეირანი სომხეთის მიმართულებით მოსკოვისგან დამოუკიდებლად მოქმედებდეს...

- უკრაინაში ომის მიმდინარეობის ფონზე რუსეთის რესურსები შეზღუდულია, ეს აიძულებს სომხეთს გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ იქნება მოსკოვთან შეთანხმებული.

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდად რუსეთი სომხეთში იყო წარმოდგენილი. სომხეთი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო. იმის გამო, რომ ახლა რუსეთის რესურსები შეზღუდულია, რაც გარკვეულ წილად სომხეთზეც აისახება, რეალურად კი წარმოშვა ვაკუუმი.

ირანიც ხედავს, რომ რუსეთის შესაძლებლობები შეზღუდულია და ცდილობს რუსული ვაკუუმის შევსებას

ამ ვაკუუმის შევსებას ახლა ერევანი ცდილობს ერთი მხრივ ევროკავშირით და აშშ-ით, ხოლო მეორე მხრივ ირანით. თავის მხრივ, ირანიც ხედავს, რომ რუსეთის შესაძლებლობები შეზღუდულია და ცდილობს რუსული ვაკუუმის შევსებას.

- თქვენი ვარაუდით ყარაბაღის ტერიტორიაზე ახლა რამდენი ირანის მოქალაქეა?

- აზერბაიჯანულმა მხარემ გამოაქვეყნა მათი საპასპორტო მონაცემები, საუბარია ირანის 60 მოქალაქეზე.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ყარაბაღი ციხე-სიმაგრეს ემსგავსება და აზერბაიჯანულ ძალებთან დაპირისპირებისთვის ემზადება..

- ირანმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანი შეეცდება სომხეთის საზღვრების ომის გზით შეცვლას, მაშინ ირანი მაყურებლის როლში არ დარჩება და ჩაერევა.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ სომხეთსა და ირანს შორის არ არსებობს ნორმატიული ბაზა, რომელიც არეგულირებს მხარეებს შორის სამხედრო დახმარებას.

- კი მაგრამ, ყარაბაღის ტერიტორია ხომ აზერბაიჯანის ტერიტორიაა და არა სომხეთის?

- ირანს ყარაბაღთან დაკავშირებით ოფიციალურად არასდროს გამოუთქვამს ბაქოსგან განსხვავებული აზრი. მაგრამ, ვხედავთ, რომ თეირანი შემოვლითი გზებით ცდილობს დაეხმაროს სომხეთს რომ აზერბაიჯანსა და ყარაბაღელ სომხებს შორის დაპირისპირება მაღალი იყოს.

თეირანი შემოვლითი გზებით ცდილობს დაეხმაროს სომხეთს რომ აზერბაიჯანსა და ყარაბაღელ სომხებს შორის დაპირისპირება მაღალი იყოს

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ირანელების დახმარებით ყარაბაღში საგუშაგოები და სათვალთვალო ადგილები შენდება... რამდენად შეესაბამება სიმართლეს მტკიცება, რომ ყარაბაღი ციხე-სიმაგრეს ემსგავსება, მაგრამ ამჯერად ირანელების დახმარებით?

- რაც იქ ახლაა, არანაირ ციხე-სიმაგრეზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ტერიტორია ჰაერიდან აზერბაიჯანის მიერ კონტროლდება. იქ მყოფები სრულად კონტროლდებიან, ამიტომ რასაც იქ არსებულ ვითარებაზე საუბრობენ, სამხედრო თვალსაზრისით რეალობას არ შეესაბამება.

- რა ვითარებაა ამჟამად ზანგეზურის კორიდორზე, რომელზეც სრულ კონტროლს ბაქო ითხოვდა?

- ზანგეზურის კორიდორზე კონტროლს ბაქო რუსეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამმხრივი განცხადების შესაბამისად ითხოვს. სომხეთმა ომი წააგო და ივალდებულა ამ კორიდორზე კონტროლის აზერბაიჯანისთვის გადაცემა.

სამმხრივ განცხადებაში წერია, რომ ზანგეზურის კორიდორს გააკონტროლებენ რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები. ეს ძალები სსრკ-ს დაშლის შემდეგ ირან-სომხეთის საზღვარზე 30 წელზე მეტია დგანან.

ზანგეზურის კორიდორზე კონტროლს ბაქო რუსეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამმხრივი განცხადების შესაბამისად ითხოვს. სომხეთმა ომი წააგო და ივალდებულა ამ კორიდორზე კონტროლის აზერბაიჯანისთვის გადაცემა

ამიტომაა, რომ ჩვენს გაკვირვებას იწვევს სომხური მხარის მტკიცებები, რომ ზანგეზურის კორიდორზე რუსების კონტროლი მათ სომხეთთან კავშირში უშლის ხელს.

- უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე პრაქტიკულად დახურულია რუსეთის პორტები და ახლა აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა სატრანზიტო გზების თემებს. მათ შორის ცენტრალური აზიიდან ტვირთების სომხეთის გავლით გზის გამოყენებას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთები თურქეთში სომხეთის გავლით მოხვდნენ?

- უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ცენტრალური აზიიდან ტვირთების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. მათი რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.

ალტერნატიული გზა ორი არსებობს - ზანგეზურის კორიდორი და სომხეთის ჩრდილოეთით არსებული რკინიგზის ხაზი. ქალაქ გიუმრიში ორივე ერთდება და იქიდან გადადის ყარსში. გამოიყენებენ თუ არა ამ გზას ეს დამკვეთების სურვილზეა დამოკიდებული.

აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს უკვე საკმაოდ კარგად გამართული საკომუნიკაციო გზა, რომელიც საქართველოზე გადის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისში ბოლო ვიზიტისას ვრცლად ისაუბრა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის გზის განვითარებისთვის დამატებით კიდევ 100 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს უკვე საკმაოდ კარგად გამართული საკომუნიკაციო გზა, რომელიც საქართველოზე გადის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისში ბოლო ვიზიტისას ვრცლად ისაუბრა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის გზის განვითარებისთვის დამატებით კიდევ 100 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

- ყარაბაღში გახშირებულია დაპირისპირების ზოლებზე შეტაკებები. ამის გამო რამდენად დიდია ყარაბაღის საკითხის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყება ან აზერბაიჯანის, ანაც სომხეთის მხრიდან?

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის გამო, მხარეებს შორის არსებული პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარების ვალდებულებების აღების გარეშე, დიდი, ან მცირე მასშტაბის ომის განახლების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

დღის გადაცემები