დღის სიახლეები
ფაშინიანი: "სომხეთი აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე პასუხს ელოდება"
სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გაუგზავნა და ამჟამად პასუხს ელოდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას "არმენპრესი" ავრცელებს.
"სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ საკუთარი წინადადებები გაუგზავნა. მზად ვართ ამ სახით ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ. იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანის პასუხი დადებითი იქნება", - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე.
ასევე ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს და იქიდან ჯარი გაიყვანოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაშინიანის თქმით, რუსეთის სამშვიდობო ძალები ლაჩინის დერეფნის კონტროლის შესახებ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
მსგავსი
დღის გადაცემები