იანვარ-ივნისში საქართველოში საზამთროს იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ პირველ 6 თვეში 1 415 ტონით მეტი საზამთრო იყიდა. კერძოდ, 2021 წლის პირველ ნახევარში, ქვეყანამ 938 ათასი აშშ დოლარის 10,434 ტონა საზამთრო იყიდა, მიმდინარე წელს კი, 2,189 მლნ აშშ დოლარის 11,849 ტონა საზამთრო.
მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, საიდანაც 1.7 მლნ-ს პროდუქტი შემოვიდა, თურქეთია.
შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე, საზამთრო იმდენად იაფია, რომ კახელი ფერმერის გია ცახოშვილის თქმით, 1 000 ტონა საზამთროს ბაღის დაკრეფას აზრი არ აქვს, რადგან თვითღირებულებასაც კი ვერ იღებს.
მიზეზი, ცხადია შემოტანილი საზამთროა. ძალიან ბევრი შემოვიდა და ადგილობრივი აღარავის უნდა", - განაცხადა კახელმა ფერმერმა.
აღსანიშნავია, რომ შემცირებულია ექსპორტი. 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან 1,745 ტონა საზამთრო გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 819 ტონა. გასულ წელს პროდუქტი სომხეთსა და რუსეთში გაიყიდა, წელს კი, საექსპორტო ქვეყნებში რუსეთი აღარ არის.