დღის სიახლეები
ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას - ირჩევთ ვაქცინაციას ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს [ვიდეო]
ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ, - ამის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტე განაცხადა „ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს,“- განაცხადა დუტერტემ სატელევიზიო მიმართვაში. ფილიპინებში წლის ბოლომდე 70 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება. ჯერჯერობით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი 2 მოლიონ 100 ადამიანს აღწევს. ფილიპინებში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 1 მილიონ 300 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 23 000 ადამიანი ემსხვერპლა.
მსგავსი
დღის გადაცემები