ფლორიდის შტატის "რესპუბლიკელმა" გუბერნატორმა, რონ დესანტისმა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო გააკრიტიკა და უწყების ორმაგ სტანდარტებზე მიუთითა.
"ამ [სამართალდამცავ] უწყებებს ახლა იმ ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც მთავრობას არ მოსწონს. თქვენ ნახეთ [დონალდ ტრამპის] მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში რეიდი. იქნებ ვინმემ შემახსენოს, როდის ჩაატარეს ჩხრეკა ჰილარი კლინტონის სახლში? მახსოვს, როგორ აწარმოებდნენ შეთქმულების თეორიას რუსეთის შესახებ. მახსოვს ეს. ეს არ იყო სიმართლე. ეს იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. კანონს იმის მიხედვით აღასრულებენ, თუ ვინ მოსწონთ და ვინ არა. ეს არ არის რესპუბლიკა. როდესაც მსგავსი რამე ხდება, ეს შესაძლოა ბანანის რესპუბლიკაა", - აღნიშნა ფლორიდის გუბერნატორმა.