28.11.2024 | 08:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები, ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კომპანია "ენერგო- პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ფოთში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ოპერატიულად მუშაობენ და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ღამით, ფოთში მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმი.

"ძლიერი ქარის შედეგად ქალაქ ფოთში დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები, გარე განათების ბოძები. სახლებზე სახურავებია გადახდილი. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს რეგულარული მონიტორინგი. მყისიერი რეაგირება ხდება ყველა შემოსულ შეტყობინებაზე და ვმუშაობთ პრობლემების აღმოფხვრაზე. ათეულობით ხეა წაქცეული,რომლებსაც ვჭრით და ტერიტორიიდან გაგვაქვს. რამდენიმე ადგილზე წაქცეული ხეების გამო გზა არის გადაკეტილი, თუმცა, ეს ტერიტორიაც იწმინდება", - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი თოლორდავამ.

დღის გადაცემები