ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებს საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეები ავარიულ გზას აპროტესტებენ. შეკრებილების განცხადებით, მძიმეწონიანი მანქანები ინტენსიურ რეჟიმში გადაადგილდებიან, რის შედეგადაც სახლები იბზარება.
მათივე თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებიგზის გახსნას მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
"მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს ეს გზა. აქციებს მოვაწყობთ. მხოლოდ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ დავიშლებით. სკოლაში ბავშვებს ვერ ვუშვებთ, სასწრაფო დახმარების მანქანა ერთი კილომეტრის იქით ჩერდება, ვერ ახერხებს მისვლას დანიშნულების ადგილამდე. ახალი წელი მოდის ხალხს უხარია, ჩვენ - არა. 27 წელია ფალიაშვილის ქუჩა ვერ გაკეთდა, სულ აქ არის პრობლემა. ერთხელ გაკეთდა, მერე გაახსენდათ გაზი, შუქი, კანალიზაცია, ისევ გადათხარეს-გადმოთხარეს და მას შემდეგ ასეა. მოვითხოვთ გზის მოხრეშას, რომ ახალ წელს მინიმუმ ტაქსის გამოძახება მაინც შევძლოთ, ტაქსიც კი არ შემოდის ავარიული გზის გამო," - განაცხადა აქციის მონაწილე მარინა ჩოჩიამ.