26.11.2024 | 22:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილებს გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ აქედან სასწრაფოდ გაგვასახლონ, 4 წელია ამას ვითხოვთ. ხალხი იწამლება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ყველა. ჩვენგან 300 მეტრში გოგირდია და ამას ვაპროტესტებდით, ახლა ეს გოგირდი საცხოვრებელ კორპუსთან ძალიან ახლოს მოგვიტანეს. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ბავშვები სასეირნოდ ვერ გამოგვყავს. მოვლენ, გვეტყვიან არ დავამუშავებთ აქ ტვირთსო და დავიშლებით, მაგრამ შევალთ თუ არა სახლებში, მაშინვე იწყებენ მუშაობას. მოვლენ მერიის თანამშრომლები, დადგებიან, ძალიან კარგად იციან, რომ მართლები ვართ, გაიხედეთ და ყველაფერი ნათლად ჩანს, ამას არ სჭირდება დამტკიცება, თუმცა ამ კუთხით თუ რამე შეიძლება არსებობდეს ყველანაირი საბუთი გვაქვს, კომპეტენტური ადამიანების დასკვნებიც გვაქვს და რა უნდათ არ ვიცი", - განაცხადა აქციის მონაწილე ვეფხვია გულედანმა.

აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის ცნობილია. როგორც ფოთის მერიაში აღნიშნავენ, გამოყოფილია მიწა, სადაც მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

„ჩვენთვის დეტალურად არის ცნობილი ამ ადამიანების პრობლემები, არაერთხელ ვართ ნამყოფი მათთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ ახალი კორპუსის აშენებას, მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე და დროულად მოხდება მშენებლობა,"- აცხადებენ ფოთის მერიაში.

დღის გადაცემები