25.11.2024 | 01:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით აქციას მართავენ [ვიდეო]

ამერიკულ ნავთობკომპანია „ფრონტერას“, დედოფლისწყაროს საბადოს ყოფილი თანამშრომლები, ნედლეულის გატანის შესაძლებლობას არ აძლევენ. ისინი 11 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ.  90-მდე თანამშრომელი დავალიანების ანაზღაურებას ორი წელია უშედეგოდ ითხოვს. პანდემიის გამო ერთი წელია ჭიანურდება სასამართლო განხილვა. „ფრონტერას“ დედოფლისწყაროს მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის განმარტებით, კომპანია მზადაა დავალიანების დაფარვა დაიწყოს, თუმცა აქციის მონაწილეების შეთავაზებას მისაღებად  არ თვლის.

დღის გადაცემები