24.11.2024 | 23:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება [ვიდეო]

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. აფთიაქებიდან, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოსაყენებელი სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამ კუთხით არსებული პრობლემების შესახებ დარგის სპეციალისტები თუ ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. „მიუხედავად იმისა, რომ სანებართვო პირობების შეუსრულებლობას კანონმდებლობა არეგულირებს, აფთიაქები ჯარიმის გადახდისგან თავის არიდებას მაინც  ახერხებენ.  აჩერებენ საქმიანობას და შემდეგ კი სხვა იურიდიული პირის სახელით აგრძელებენ. ფსიქოტროპული მეიკამენტების გაყიდვის აკრძალვის გამკაცრებაზე ისაუბრა დღეს პრემიერ მინისტრმაც.

დღის გადაცემები