დღის სიახლეები
ფშავში უცხოელი ტურისტი ღვარცოფმა მოიყოლა
უამიინდობის, უხვი ნალექის გამო საქართველოს მთიან რეგიონში სერიოზული პრობლემებია შექმნილი. ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ადიდებულმა მდინარემ სავალი გზის ნაწილი ჩაანგრია, რის გამოც ხევსურეთის სოფლებში არაერთი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე ჩარჩა. დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენით იქ იძულებით დარჩენილი მოქალაქეების გადმოყვანა დაიწყო.
ფშავში, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის, მთიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა, ბარისახო-შატილის გზაზე მოტოციკლეტით მოძრავი ტურისტი მდინარე არაგვში გაიტაცა.
მსგავსი
დღის გადაცემები