დღის სიახლეები
"ქართულ ოცნება" საარჩევნო სისტემის შეცვლას გეგმავს [ვიდეო]
საარჩევნო რეფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" ოპოზიციური პარტიების მისამართით შეთავაზება აქვს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.
ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. ამ ფორმატში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები.
მსგავსი
დღის გადაცემები