დღის სიახლეები
ქართული მართლმსაჯულება რეფორმებს საჭიროებს [ვიდეო]
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომ ძლიერი ქვეყნის საწინდარია, იცის ყველა წარმატებული სახელმწიფოს ლიდერმა. თითქმის ყველა გზავნილიც, დასავლეთიდან საქართველოსკენ, მართლმსაჯულების რეფორმის საჭიროებაზე იუწყებოდა. ეს პუნქტი ეწერა, შარლ მიშელის დოკუმენტში, თუმცა, კონკრეტული, პოლიტიკური პირების ინტერესების დაცვა, უპირველესი აღმოჩნდა, ხელისუფლებისთვისაც და იმ ოპოზიციური ფლანგისთვისაც, ვინც ხელი მოაწერა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის მოთხოვნებს. ამ დრომდე, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები არავის გახსენებია. საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, რეფორმის დროული განხორციელებისკენ მოუწოდეს დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კოალიციაში, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის, სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ.ნახეთ
მსგავსი
დღის გადაცემები