24.11.2024 | 23:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს [ვიდეო]

საკანონმდებლო ორგანოში, საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად დახვეწოს საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრას ის მცირედი ხარვეზიც კი, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო. ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეპტიციზმის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, როლის მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

სპეციალური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი იქნებიან.

დღის გადაცემები