დღის სიახლეები
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის [ვიდეო]
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. პარტიის პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იკვეთება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას მოითხოვს.
მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება და ასევე, „ქართული ოცნების“ შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ქვეყნებში რამდენიმე ვიზიტის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე განხორციელება კონსტიტუციის დარღვევაა, რაზეც მმართველ პარტიას „პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიაჩნია“.
მსგავსი
დღის გადაცემები