25.11.2024 | 00:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი მუხლის დარღვევისათვის  ნიადაგს ამაზადებს [ვიდეო]

„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი მუხლის დარღვევისათვის  ნიადაგს ამაზადებს. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს გულისხმობს. იმის მიუხედავად, რომ ირაკლი კობახიძის პარტია ამ ნაწილში ცვლილებებს აანონსებდა არ არის გამორიცხული რომ საკითხი დღის წესრიგიდან სრულად ამოიღონ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ   ამ ცვილების ჩაგდებით მეოცნებე ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის უარს იმ შეთანხმებაზე, რომელიც 19 აპრილს დაიდო.  გარდა გენერალური პროკურორის არჩევისა,  საკონსტიტუციო ცვლილებები ფრაქციების  შექმნასაც ეხება.  ამ პროცედურისთვის შვიდის ნაცვლად 4 დეპუტატი იქნება  საჭირო.  საპარალმენტო არჩენვნების  ბარიერი კი 5 დან 2 %მდე იწევს.

დღის გადაცემები