2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არასტანდარტულ გარემოში მიმდინარეობდა. პოლიტიკური სპექტრიდან უბნებზე საკუთარი არჩევანი მხოლოდ სახელისუფლებო გუნდიდან დააფიქსირეს, ხმის მისაცემად მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო უბანზე მისვლამდე ადგილზე ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის და მივიდა, რომელსაც პროტესტი გამოხატვა სურდა, თუმცა ივანიშვილის მისვლამდე ცააძის დას სამართალდამცავებმა ტერიტორია დაატოვებინეს. რაც შეეხება, ,,ქართული ოცნების’’ დამფუძნებლის მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, მან მხოლოდ ოპონენტებზე საუბარი ისურვა, განაცხადა რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. ბიძინა ივანიშილს მედიის სხვა კითხვებისთვის პასუხია არ გაუცია.
ქვეყნის პირველმა პირმა არჩევანი მთაწმინდის ოლქში გააკეთა, როგორც პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდის გარდა არჩევნებს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ცნობს ლეგიტიმურად და საკუთარ ამომრჩეველს ხმის მიცემისაკენ არ მოუწოდებენ ქვეყნის მთავარსარდალი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო მრავლპარტიული იქნება.