„ქართული ოცნების“ მავნე კოჰაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დღითიდღე საშიშ ფორმებს იღებს. ქვეყნიდან გაქცეული და შემდეგ, არაჟნის კონტეინერით შემოპარული სააკაშვილი ჯალათი მმართველობის შედეგებს წარსულის წყენას უწოდებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ეს წყენა დაივიწყონ. არადა სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის წლები ქართველ ხალხს ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. დამნაშავე სააკაშვილმა ეს განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის იდეის საპასუხოდ გაავრცელა. რა რეაქცია მოჰყვა სააკაშვილის ამ გზავნილს იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც სისხლიანი 9 წელი საკუთარ თავზე გამოსცადეს.
„ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარიგება სიახლეს არ წარმოდგენს “პატრიოტთა ალიანსისთვის“. საპარლამენტო ფრაქციამ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობისათვის შესაბამისი სახელის დარქმევის მიზნით პარლამენტში რეზოლუცია ჯერ კიდევ 2018 წელს დაარეგისტრირა. ხელისუფლებას, ეს შანსი რომ გამოეყენებინა და სააკაშვილი- ბოკერიას რეჟიმისთვის ადეკვატური პოლიტიკურ- სამართლებრივი შეფასება მიეცა, დღეს სულ სხვა ვითარება იქნოდა. შესაბამისად, “პატრიოტთა ალიანსისთვის“ სააკაშვილის რეჟიმთან შერიგება წარმოუდგენელია. გოჩა თევდორაძე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებულ პოლიტიკურ თამაშებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თითოეულ განცხადება ამის ნათელი დასტურია.