24.11.2024 | 23:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ქართული ოცნების" პოლიტიკური ტყუილი   საზოგადოებისთვის უკვე აშკარაა [ვიდეო]

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტყუილი   საზოგადოებისთვის უკვე აშკარაა. თუ  სახელისუფლებო გუნდი  "ნაციონალურ მოძრაობასთან"  წარსულში ფარულად თანამშრომლობდა, ახლა  პოლიტიკური სცენარი შეიცვალა და ყველაფერი ნათელი გახდა. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, რომ ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო ამას კობახიძის თანაპარტილების და თავად კობახიძის განცხადებებიც ადასტურებდა. პოლიტიკურად მოუმწიფებელმა კობახიძემ ჯერ საზოაგდოებას უთხრა, რომ ნაც მოძრაობა მხრებით უნდა ეთრიათ და  ოპოზიციაშიც  სწორედ ისინი უნდა ჰყოლოდათ, შემდეგ  არც ღარიბაშვილმა დააყოვნა და  საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ მათი მთავარი ამოცანა   2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს  სააკაშვილ-ბოკერიას პარტიის პარლამენტში „შეთრევა“ იყო. იქამდე სანამ ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა"  პოლტიიკურ სცენარს  ჩუმად წერდა, ამაზე ღიად საუბრობდნენ  "პატრიოტთა ალაინსში". პარტიაში,  ამბობენ, რომ  ქვეყნის მართვის სადაავეების  გადაბარების პროცესი ჯერ კიდევ 2018 წლიდან  დაიწყო  და მაშინ პატრიოიტების გარშემო   გაერთიანებულმა საზოაგდოებამ ამის უფლება  ხელისუფლებას არ მისცა.  

მმართველი გუნდის წევრი,  გურამ მაჭარაშვილი სრულ  პასუხისმგებლობას საზოგადოებას აკისრებს და ამბობს, რომ  "ნაციონალური მოძრაობა" ქართველი ხალხის არჩევანია - იმ ხალხის, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს სიცოცხლის ფასად  ჯერ კიდევ 2012 წელს უთხრა  უარი. კითხვაზე - უქმნის თუ არა მას  ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობა   დისკოფროტს, მაჭარაშვილი პირდაპირ და  დაუფარავად ამბობს, რომ ისინი მომავალში ნაციონალურ მოძრაობასთან ისევე  კარგად ითანამშრომლებენ როგორც  ახლა.

დღის გადაცემები