დღის სიახლეები
"ქართულმა ოცნებამ" 62 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 15 ოპოზიციასთან კავშირში დაადანაშაულა [ვიდეო]
"ქართულმა ოცნებამ" 2021 წლის არჩევნებზე ცესკოს მიერ რეგისტრირებული 62 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 15 ოპოზიციასთან კავშირში დაადანაშაულა. ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ ორგანიზაციებიდან 12 "ნაციონალურ მოძღაობასთან", სამი კი "ევროპულ საქართველოსთან" დააკავშირა. პარტიის წევრის თქმით, 15 ორგანიზაციიდან თოთხმეტი 2020-ს საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა, მათი დამკვირვებლების ჯამური ოდენობა კი 10 ათასამდეა, რაც 2020-ის არჩევნებში დამკვირვებელთა საერთო რაოდენობის 21%-ს წარმოადგენს.
მსგავსი
დღის გადაცემები