24.11.2024 | 23:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო [ვიდეო]

" ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, მაშინ როდესაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია.  მზადების პროცესის ნაადრავად დაწყებას  მმართველ გუნდში კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობით  ხსნიან და განმარტავენ , რომ ახალი კოდექსის მიღებას დიდი დრო სჭირდება. "ობიექტივის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას თუ ვინ იქნებიან კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში პასუხობენ, რომ სახელებზე და გვარებზე საუბარი ნაადრევია და ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის აღმასრულებელი მდივნის გოჩა თევდორაძის თქმით, "ქართული ოცნება" 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებში მარტო დარჩება, რადგან ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის და მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარება სახელდება.

თვითმმართველობის არჩევნების მზადების საკითხს გამოეხმაურნენ ანალიტიკოსები. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნაადრევად დაანონსებული გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ", როგორც ქართველ ხალხს, ასევე უცხოელ პარტნიორებს მიანიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.

ექსპერტ, ნუკრი შოშიაშვილის აზრით კი, ამ გარემოებაში თვითმართველობის არჩევნების ჩატარება ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.

ქვეყანა  2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინშია. იქამდე კი, ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ  მმართველ გუნდს და საპარლამენტო არჩევებს არ აღიარებენ.

დღის გადაცემები