ორ მეზობელ ქვეყანას შორის, 28 დღიანმა სამხედრო კონფლიქტმა, საქართველოს ხელისუფლებას, ვერც რეალობა დაანახა და ვერც საფრთხეების გაანალიზებაში დაეხმარა. ომში ჩართული უკრაინა, დღეს ამბობს, რომ წინამორბედი ხელისუფლების საგარეო კურსის კონსტიტუციით განსაზღვრა, ქვეყანაში, რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის უმთავრესი მიზეზი იყო. ალიანსზე იმედგაცრუებული უკრაინული მხარე, ნატოს ნაკლოვანებებზე ალაპარაკდა. მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარი თუ მოულოდნელი იყო უკრაინისთვის, რისკები და საფრთხეები ჯერ კიდევ სამხედრო კონფლიქტამდე გაანალიზეს „პატრიოტთა ალიანსში“. თქვეს, რომ ქვეყნის მთავარ კანონში, მუხლი ევროატლანტიკური მისწრაფების შესხებ, გადაკვალიფიცირდეს და ჩაიწეროს რომ საქართველო უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო. ახალი პოლიტიკური ცენტრი, საზოგადოებას, დისკუსიის გახსნას ნეიტრალიტეტის საკითხზე სთავაზობს.
ჩრდილოო ატლანტიკური ალიანსი გაფართოებას არ აპირებს, ნატო საქართველოს კარს არ გაუღებს. პროცესები ნათელია, თუმცა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც 2017 წელს ევროატლანტიკური კურსის შესახებ გაჩნდა, ქვეყნის მთავარ იურიდიულ დოკუმენტში მაინც რჩება. არადა ახლა ქვეყნის შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე ღიად ალაპარაკდნენ.
ქვეყნის მთავარ იურიდიულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ხედავენ ექსპერტთა წრეებში. პოლიტილოგები, ახალ მართლწესრიგზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროული და ადეკვატური პოლიტიკა. მამუკა არეშიძე, აცხადებს, რომ ალიანსი არც ახლო და არც შორეულ მომავალში საქართველოს კარს არ გაუღებს, შესაბამისად ნატო საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება.