26.11.2024 | 14:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან" - მეუფე შიო

„ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს.

დღეს არის ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე და გად­მოგ­ცემთ ლოც­ვა-კურ­თხე­ვას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ისა, რო­მელ­მაც და­ა­ფუძნა ეს დღე­სას­წა­უ­ლი. შეგ­ვე­წი­ოს ჩვენ, ჩვენს ოჯა­ხებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მისი და­ლოც­ვა.

დღეს ჩვენ ვფიქ­რობთ, რა არის ეს სიწ­მინ­დე ოჯა­ხი­სა, რა­ტომ ვართ შეკ­რე­ბილ­ნი დღეს. ეს არ არის მხო­ლოდ ის გრძნო­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს ოჯა­ხის მი­მართ, რო­მე­ლიც წარ­მო­ი­შო­ბა ოჯახ­ში. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ არის მი­ზე­ზი. მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ თვი­თონ ოჯა­ხია სიწ­მინ­დე, თვი­თონ ოჯა­ხია ისე­თი ფორ­მა ყო­ფი­ე­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც არ არის მო­გო­ნი­ლი და და­წე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ, არა­მედ ღვთის მიერ არის და­წე­სე­ბუ­ლი და მო­მად­ლე­ბუ­ლი ჩვენ­და­მი.

თქვენ ალ­ბათ იცით ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნი შექ­მნი­ლია ხა­ტად და მსგავ­სად ღვთი­სა. მსგავ­სე­ბა­ზე არ­სე­ბობს წმინ­და მა­მა­თა შე­თან­ხმე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ტე­ბას, ამა­ზე გა­მოთ­ქმუ­ლია სხვა­დას­ხვა აზრი. მა­მა­თა უმე­ტე­სო­ბა ამ­ბობს, რომ ხა­ტე­ბა მდგო­მა­რე­ობს ადა­მი­ა­ნის გო­ნი­თო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში, მის თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა­ში, თვი­თუფ­ლებ­რი­ვო­ბა­ში.

ამ­ბო­ბენ ასე­ვე, რომ ეს არის სა­მო­ბა ადა­მი­ან­ში: სული, სამ­შვინ­ვე­ლი და ხორ­ცი, სხე­უ­ლი. მაგ­რამ არი­ან წმინ­და მა­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც ას­წავ­ლი­ან, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ხა­ტე­ბა გახ­ლავთ ოჯა­ხი. ისე­თი დიდი მა­მე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ წმინ­და მე­თო­დი­ოს პა­ტა­რე­ლი, წმინ­და ანას­ტა­სი სი­ნე­ლი და სხვე­ბი. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ვე­ლი ოჯა­ხი - ადა­მი, ევა და მათი შვი­ლი - ეს არის ხა­ტე­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბი­სა. ადა­მი, რო­გორც უშუ­ა­ლოდ ღმერ­თის­გან შექ­მნი­ლი, ადა­მი, რო­მელ­საც არ ჰყავ­და მი­წი­ე­რი მი­ზე­ზი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბი­სა, ცხოვ­რე­ბი­სა, არა­მედ უშუ­ა­ლოდ ღვთი­სა­გან, ღვთის მიერ შე­იქ­მნა, - არის ხა­ტე­ბა მამა ღმერ­თი­სა, რო­მე­ლიც ასე­ვე არ არის ვინ­მეს­გან შო­ბი­ლი, არა­მედ და­უ­სა­ბა­მოა და თვი­თონ არის მი­ზე­ზი ყო­ვე­ლი­ვე­სი; ხოლო შვი­ლი ადა­მი­სა, ეს არის ხა­ტე­ბა მა­მის მხო­ლოდ­შო­ბი­ლი­სა ძისა, ძე ღმერ­თი­სა; ევა კი, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ადა­მის­გან, გა­მო­მა­ვა­ლი, გა­მო­სუ­ლი იყო ადა­მის­გან, არის ხა­ტე­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა სუ­ლი­სა. აი, ასე­თი სა­ო­ცა­რი სწავ­ლე­ბაა.

ამ­რი­გად, ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია ის, რომ უშუ­ა­ლოდ ღმერ­თის დად­გე­ნი­ლია და მას შემ­დეგ ყო­ვე­ლი ოჯა­ხი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არის ხა­ტე­ბა ღვთი­სა.

გარ­და ამი­სა, მინ­და ასე­ვე გი­თხრათ, რომ ქორ­წი­ნე­ბა არის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ნი­შან-თვი­სე­ბა ადა­მი­ა­ნი­სა, რი­თაც ჩვენ გან­ვსხვავ­დე­ბით პი­რუ­ტყვე­ბის­გან. არის რამ­დე­ნი­მე უმ­თავ­რე­სი ნი­შან-თვი­სე­ბა, ეს არის გო­ნე­ბა, ეს არის სი­ტყვა, ეს არის რე­ლი­გია და ეს არის ქორ­წი­ნე­ბა. ანუ ამ მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია ოჯა­ხი, რო­გორც ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი სიწ­მინ­დე და რო­გორც ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ნი­შან-თვი­სე­ბა. და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხელ­ყოფს ოჯა­ხის სიწ­მინ­დეს, შე­უ­რა­ცხყოფს მას, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი აკ­ნი­ნებს სი­ტყვის ნიჭს და უარ­ყოფს რე­ლი­გი­ას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი გო­ნე­ბა­საც კარ­გავს. შე­სა­ბა­მი­სად, ის­მის კი­თხვა - ასე­თი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იწო­დოს სრულ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნად?

ამ­რი­გად, დღეს ჩვენ ვი­ცავთ ამ სიწ­მინ­დეს, დღეს დად­გა ეს სა­ჭი­რო­ე­ბა. ჩვენს წი­ნაპ­რებს არას­დროს ჰქო­ნი­ათ ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა, იმი­ტომ რომ თა­ვის­თა­ვად იგუ­ლის­ხმე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. დღეს დად­გა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და ვი­მე­ო­რე, ჩვენ კი არ აღ­ვად­გენთ რა­ი­მე ძველს, ჩვე­ნი მამა-პა­პა­თა­გან მო­გო­ნილ წესს, არა­მედ - უშუ­ა­ლოდ ღვთის მიერ მო­ცე­მულს, ჩვენ ვზრუ­ნავთ იმის­თვის, რომ და­ვიმ­კვიდ­როთ ჩვე­ნი ად­გი­ლი მო­მა­ვალ­ში და არ აღ­ვად­გენთ მხო­ლოდ წარ­სულს. თუ მო­მა­ვალ­ში ეს უწ­მინ­დე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ი­კარ­გე­ბა, მა­შინ ჩვე­ნი ერიც ვე­ღარ იარ­სე­ბებს და გა­და­შენ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მან ასე­ვე აწყუ­რის ხა­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„დღეს, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და მრევ­ლმა მო­აბ­რძა­ნეს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის აწყუ­რის ხატი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლია ჩვე­ნი ერი­სა.

რო­გორც გახ­სოვთ ჩვე­ნი სათ­ნო გად­მო­ცე­მი­დან, რო­დე­საც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი ეცხა­დე­ბა წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს და უბ­რძა­ნებს მას, რომ გა­ე­მარ­თოს ჩვენს სამ­შობ­ლო­ში სა­ქა­და­გებ­ლად, იგი ეტყვის, თან წა­რი­ტა­ნოს ეს ხატი მისი ხელ­თუქ­მნე­ლი. რო­გორც ღვთის­მშო­ბე­ლი ბრძა­ნებს, ეს ხატი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ერის მფარ­ვე­ლი უკუ­ნი­სამ­დე. ეს წმინ­და ხატი ყო­ფი­ლი­ყოს მფარ­ვე­ლი ჩვე­ნი ერი­სა, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი­სა; ამ ხა­ტის მად­ლით გა­დარ­ჩეს, გამ­თლი­ან­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, ამინ!“- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.
დღის გადაცემები