28.11.2024 | 04:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქუთაისის საკრებულოში, ნაცმოძრაობის წევრებმა გაცდენების მიუხედავად, 131 320 ლარის საწვავი მოიხმარეს

ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 131 320 ლარის ღირებულების, 40 000 ლიტრი საწვავი დახარჯეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამსახურში თითქმის არასოდეს დადიან.

ქუთაისის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. იანვარი-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაცდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან ქვაჩიკიძეს უფიქსირდება. საკრებულოს 8 სხდომიდან, ის მხოლოდ 1 სხდომას დაესწრო. 6 გაცდენა უფიქსირდება პარტია ნაცმოძრაობის წევრს გაგა მანაგაძეს.

მესამე ადგილს გაცდენების რაოდენობით ასევე „ნაციონალური მოძრაობის” წევრი და თანამდებობის პირი ქეთევან ხურციძე იკავებს. ის 8 სხდომიდან მხოლოდ 3 სხდომას დაესწრო.

დღის გადაცემები