24.11.2024 | 18:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ყაზახეთი ევროპაში ქვანახშირის მიწოდებას გაზრდის - პროდუქტი ევროპაში საქართველოს გავლით მოხვდება

ყაზახეთმა ევროკავშირისთვის შესაძლოა, ქვანახშირის მიწოდება სერიოზულად გაზარდოს, რადგან მისი ქვანახშირი ევროპული ელექტროსადგურებისთვის შესაფერისია, ხოლო საექსპორტო მარშრუტად აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს ტეროიტორია სახელდება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ რუსეთის ქვანახშირზე დაწესებული სრული ემბარგო 1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროპისთვის არატრადიციული მიმწოდებლებიდან „კომერსანტი“ ერთ-ერთ ექსპორტიორ ქვეყნად, ტანზანიისა და ნიგერიასთან ერთად, ყაზახეთს ასახელებს, რომლის იანვარ-მაისის მიწოდებამ 2021 წლის მთლიან მაჩვენებლებს ორჯერ გადააჭარბა.

ალფა ბანკის ანალიტოკოსმა, ბორის კრასნოჟენოვმა "კომერსანტს" განუცხადა, რომ ევროკავშირში ენერგეტიკული ქვანახშირის ექსპორტის გასაძლიერებლად ყაზახეთს საკმარისი სამთო და გადამამუშავებელი შესაძლებლობები აქვს. მისი თქმით, ყაზახური ქვანახშირის ხარისხი ევროპული თბოელექტროსადგურებისთვის მისაღებია, ხოლო მთავარი საკითხი ლოგისტიკაა.

ექსპერტი ამბობს, რომ "ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის რკინიგზის შესაძლებლობებს გარკვეული ტექნიკური და სამართლებრივი შეზღუდვები აქვს,"ამიტომ, პოტენციურად, ყაზახეთს შეუძლია, კასპიის ზღვაზე აქტაუს პორტი განავითაროს და ექსპორტი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით განახორციელოს, რასაც დრო და ინვესტიცია სჭირდება.

Eurostat-ის მონაცცემებით, იანვრიდან მაისამდე პერიოდში ყაზახეთმა ევროკავშირის ქვეყნებს 1,5 მილიონი ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც, 2021 წლის მთლიან მოცულობაზე, თითქმის, ორჯერ მეტია. თუ იანვარსა და თებერვალში მიწოდების მოცულობა, დაახლოებით, 140-200 ათასი ტონა იყო, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ყაზახეთი ევროკავშირში ყოველთვიურად 300-400 ათას ტონა ქვანახშირს აგზავნის, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, აპრილსა და მაისში ყაზახური ქვანახშირის ექსპორტი ევროპაში მხოლოდ 60-70 ათას ტონას შეადგენდა.

ამ დროისთვის, ყაზახური ქვანახშირის უმეტესი ნაწილი ევროკავშირს რამდენიმე გზით მიეწოდება: საზღვაო გზით, რუსეთის ან ბალტიის ქვეყნების პორტებიდან, რამაც მთელი 2021 წლის 240 ათას ტონასთან შედარებით, წელს უკვე 782 ათასი ტონა შეადგინა. ასევე, რკინიგზით, რომლის მიწოდებამაც 635 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა მთელი 2021 წლის განმავლობაში მატარებლებით მხოლოდ 540 ათასი ტონა ქვანახშირი გადაიზიდა. მესამე, ანუ საავტომობილო გზით გერმანიაში წელს 90 ათასი ტონა ყაზახური ნახშირი შევიდა. თუმცა ეს მიწოდების უკიდურესად ძვირი მეთოდია და იშვიათად გამოიყენება: 2021 წელს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სატვირთო ავტომანქანებით მხოლოდ 8,2 ათასი ტონა ქვანახშირი შეიტანეს.

ყაზაყური მხარე პრიორიტეტად საზღვაო მარშრუტს მიიჩნევს.

"ჩვენ ყველაზე მეტად ზღვაზე გასასვლელი გვჭირდება. ზოგადად, რუსეთთან და ბელარუსთან ერთიანი ეკონომიკური სივრცე ზუსტად იმიტომ შევქმენით, რომ ამ ქვეყნების სატრანზიტო ტერიტორიების გამოყენებით ზღვაზე გასვლა შეგვძლებოდა," - აცხადებს ყაზახეთის სამთომომპოვებელ და სამთომეტალურგიულ საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი რადოსტოვეცი.

"კომერსანტი" შეფასებით, სანქციების გამკაცრების გამო ყაზახეთისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი სულ უფრო პრობლემური ხდება, ამიტომ, როგორც "ალფა ბანკის" ანალიტიკოსი მიიჩნევს, ქვანახშირზე გარემოთხოვნების გაზრდასთან ერთად, ყაზახეთი ზღვაზე გასასვლელად ალტერნატიულ მარშურტებს ავითარებს, რომელშიც წამყვანი ადგილი აქტაუ-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტს უკავია.

დღის გადაცემები