26 იანვრიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მოქალაქეები (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი) ყაზახეთში 180-დღიანი დარჩენის დაშვებული პერიოდის შემდეგ იძულებულნი იქნებიან ქვეყანა 90 დღით დატოვონ. განცხადებაში ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობა ავრცელებს.
დარღვევის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შემდეგი ვიზიტის დროს ქვეყანაში არ შეუშვებენ. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მათ, ვინც დროებითი ბინადრობის უფლება გაიფორმა.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული რეფორმა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ქვეყანაში იმიგრაცია უკეთ აკონტროლოს.
ცნობისთვის, აქამდე რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ყოფნის ერთადერთი შეზღუდვა სამ თვეში ერთხელ ქვეყანაში ლეგალური ყოფნის ვადის განახლება იყო. ამისთვის საკმარისი იყო საზღვრის გადაკვეთა და უკან დაბრუნება. ასეთ მეთოდი როგორც “ვიზარანი” არის ცნობილი.