დღის სიახლეები
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა გაიმარჯვა
ყაზახეთში 20 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა გაიმარჯვა. ტოკაევმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმათა 81,31% დააგროვა. მეორე ადგილზე ჟიგული დაირაბაევი გავიდა, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 3,42%-მა მისცა. ამომრჩეველთა აქტივობამ 69,44% შეადგინა.
ტოკაევის ინაუგურაცია 26 ნოემბერს გაიმართება.
მსგავსი
დღის გადაცემები