დღის სიახლეები
ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში ჯამში 36 ათას 200 ამერიკული დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურები გაავრცელა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მსგავსი
დღის გადაცემები