24.11.2024 | 23:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ყარაბაღის ომში დაკარგულად ითვლება 231 სამხედრო და 22 სამოქალაქო პირი [ვიდეო]

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ყარაბაღის 2020 წლის ომს სომხეთის მხრიდან 3 781 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით კი  2021 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით, ომში დაკარგულად 231 სამხედრო ითვლება და უცნობია ასევე 22 სამოქალაქო პირის ბედი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში  ასევე აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მათ დღემდე „ომის 108 ტყვე გადასცა“, მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 44-დღიანი ომი 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა, რომელიც ძალაში 10 ნოემბრიდან შევიდა.

დღის გადაცემები