დღის სიახლეები
ყირგიზეთის პარლამენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქში, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამასთან, ყირგიზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სადირ ჟაპაროვი დროებითი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. კონსტიტუციის თანახმად, სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ დროებით მისი მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარეს კანატბეკ ისაიევს უნდა შეესრულებინა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, რომელიც გუშინ გადადგა, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, 4 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე გამოაცხადა.
მსგავსი
დღის გადაცემები