დღის სიახლეები
„შათდაუნი“ არ იქნება
აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელიც სამთავრობო უწყებების დახურვის საფრთხეს მოხსნის. ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებას 3 დეკემბრამდე გაახანგრძლივებს და ქვეყანას მთავრობის მუშაობის შეჩერებას ააცილებს თავიდან. მანამდე კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 254 ხმით 175-ის წინააღმდეგ. 30 სექტემბერს აშშ-ში 2021 წლის ფინანსური წელი სრულდება, თუმცა კანონმდებლებმა მომდევნო ფინანსური წლის სრულფასოვანი ბიუჯეტი ჯერ ვერ შეათანხმეს. ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების გახანგრძლივება 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დამტკიცებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს მთავრობის მუშაობის შეჩერება ემუქრებოდა.
მსგავსი
დღის გადაცემები