24.11.2024 | 21:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შალვა ნათელაშვილის შტაბში ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა განაახლეს

 შალვა ნათელაშვილის შტაბში ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა განაახლეს. მათი ნაწილი, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაზაფხულზე, აქციების განახლებას აანონსებს. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას იტხოვენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთიანი დოკუმენტის შესაძლო შექმნაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც, მათი თქმით,  ერთგვარი მიმართვა იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. 

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  დოკუმენტის ფარგლებში,  ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას  მოითხოვენ. შეხვედრების პარალელურად, "ქართული ოცნება" ოპოზიციას, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ჩართვისკენ და პირადის ნაცვლას, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებისკენ მოუწოდებს. მმართველ პარტიაში, მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

დღის გადაცემები