24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შალვა პაპუაშვილი: "ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში და ვფიქრობ, ეს ვალი გადასახდელი აქვთ"

ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ ეს ვალი გადასახდელი აქვთ, მათ შორის იმით, რომ საქართველოს გადმოსცენ დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

მისი თქმით, მათ დამნაშავეების მფარველობით რისკის წინაშე ქართველი ხალხის უსაფრთხოება დააყენეს.

"კეზერაშვილი იყო იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური თანამდებობის დაახლოებით 15 პირი გასამართლდა დანაშაულებისთვის, სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჩათვლით. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. 15 მარტო პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც გასამართლებული იყვნენ სისხლის სამართლის წესით. ამ სისტემის წარმომადგენელზე გვაქვს საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს პოლიტიკური მფარველობა და ამ პოლიტიკური მფარველობის უკან რა პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესები დგას. ვფიქრობ, ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც ის მფარველობდა მიხელ სააკაშვილს და არ გადმოსცემდა ქართულ მართლმსაჯულებას, იმისთვის, რომ მას მოეხადა სასჯელი და ვნახეთ ამის შედეგი რა იყო - მან კინაღამ ააყირავა აქ სიტუაცია, როდესაც ჩუმად შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ეფექტიანად იმუშავა და დროულად დააკავა ის, არავინ იცის რა იქნებოდა დღეს, თბილისის თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში.

ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში. მათ დაუშვეს ის, რომ მფარველობდნენ დამნაშავეს და დააყენეს რისკის წინაშე ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ეს ვალი გადასახდელი აქვთ. გადასახდელი აქვთ, მათ შორის იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს დავით კეზერაშვილი, ასევე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც თავს აფარებს უკრაინას და ესეც არის ცინიზმი, რომ მას უკრაინაში მიბარებული აქვს სასამართლო რეფორმის საკითხი და ის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სტრასბურგში, არაერთხელ ვნახეთ, მედიის მეშვეობით, რომ ევროსტრუქტურებში გადაადგილდებოდა. ეს ვალი დასაბრუნებელი აქვს ევროპას ქართველი ხალხისთვის და ვალის დაბრუნება შეიძლება იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს მართლმსაჯულებას ის დამნაშავეები, რომლებმაც აქ მოაწყვეს გულაგები, ადამიანების ჩაგვრის, წამების სისტემა. მწამებლები როდესაც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდებიან, ეს თავად ევროკავშირის დისკრედიტაციაა", – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

დღის გადაცემები