24.11.2024 | 20:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შარლ მიშელი: "ევროკავშირს არ შეუძლია ბრმად და სისტემატურად მიჰყვეს აშშ-ის პოზიციას ყველა საკითხზე"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები სულ უფრო და უფრო უჭერენ მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სწრაფვას ევროპის სტრატეგიული ავტონომიისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

9 აპრილს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ გახდეს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.

"შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ევროპული საბჭოს მაგიდის გარშემო შეიძლება იყოს ნიუანსები და სენსიტიური საკითხები. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი არ იტყოდა რაღაცას ისე, როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი [ევროპელი ლიდერი] ფიქრობს ისე, როგორც ემანუელ მაკრონი", - აღნიშნა შარლ მიშელმა.

"მართლაც არის დიდი მიჯაჭვულობა - და ემანუელ მაკრონს სხვა არაფერი უთქვამს - შეერთებულ შტატებთან ალიანსის მიმართ. მაგრამ თუ ეს ალიანსი შეერთებულ შტატებთან გულისხმობს, რომ ჩვენ ბრმად, სისტემატურად მივყვებით შეერთებული შტატების პოზიციას ყველა საკითხზე, მაშინ არა", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები