24.11.2024 | 23:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შარლ მიშელის გზავნილს პოლიტიკოსებმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს [ვიდეო]

ქართული ოცნების პოლიტიკური კაპიტულაცია - დაახლოებით ასეთია დოკუმენტის შინაარსი, რომელზეც მმართელ პარტიას ხელის მოწერა მოუწევს. ირაკლი კობახიძე და მისი თანაგუნდელები, რომლებიც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსი პატიმრების გათავისუფლებას არ განიხილავდნენ და რიგგარეშე არჩევნების საკითხს წითელი ხაზებით საზღვრავდნენ, შარლ მიშელის ინიციატივათა პაკეტმა კედელთან მიაყენა. შეთანხმების ფურცელი, რომელიც მოლაპარაკებათა აქტორებს  გუშინ ევროკავშირის ოფისში წარედგინათ წინამორბედთან შედარებით შეიძლება ითქვას, აზრობრივად  სრულად შეცვლილია.  ევროპაში გადაწყვიტეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ზღვარს ვერ დაძლევს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. დოკუმენტზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში პოლიტიკოსი პატიმრები საკნებს დატოვებენ. ეს ყველაფერი არ არის, პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ,  სააკშვილ-ბოკერიას  პარტიიის წევრები და  მათთან ასოცირებული პოლიტიკოსები ისეთ  მაღალ თანამდებობებს დაიკევებენ, როგორიც   იურდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, საგარეო ურთიერთობათა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებია.   

დღის გადაცემები