შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ხუთ საპარლამენტო კომიტეტს ოპონენტებმა უნდა უხელმძღვანელონ. მათ შორის იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ზუსტად ისევე უმნიშვნელო აღმოჩნდა საპარლამენტო თანამდებობა, როგორც თავად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.
პარლამენტში 5 კომიტეტს დესტრუქციული ოპოზიცია და მისი განაყოფი პარტიები საშემოდგომო სესიის დაწების შემდეგ გადაიბარებენ. "ქართულ ოცნებას" ეს ფაქტი დისკომფორტს სულაც არ უქმნის. მმართველი გუნდის პოლიტიკა, დატოვოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და უკვე 9 წელია გრძელდება. კოჰაბიტაციის სახელით ცნობილი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ურთიერთობა ამჯერად საკანონდბელო ორგანოში გაგრძელდება.