დღის სიახლეები
შეერთებული შტატები 53 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ელექტროსისტემის მხარდასაჭერად
შეერთებული შტატები 53 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ელექტროსისტემის მხარდასაჭერად, რადგან ის რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქარცეცხლშია, - ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს.
დაფინანსება გათვალისწინებულია ელექტროქსელის აღდგენისთვის აღჭურვილობის შესაძენად და ის უკრაინას უმოკლეს ვადაში უნდა მიეწოდოს.
"ეს პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს, დენის დამცავ მოწყობილობებს, გამთიშველებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა კრიტიკულ აღჭურვილობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი
დღის გადაცემები