დღის სიახლეები
შეერთებული შტატების სენატმა, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარება, ხანგრძლივი და მწვავე დაპირისპირების შემდეგ დაამტკიცა
შეერთებული შტატების სენატმა, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარება, ხანგრძლივი და მწვავე დაპირისპირების შემდეგ დაამტკიცა. ფინანსური დახმარება განისაზღვრა დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგაც.
- დახმარების პაკეტი პენტაგონისთვის თითქმის 20 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, სამი მილიარდით მეტს, ვიდრე თეთრი სახლი თავდაპირველად ითხოვდა.
- მათ შორის 6 მილიარდი დოლარი პირდაპირი უსაფრთხოების დახმარებისთვისაა განკუთვნილი და 9 მილიარდი დოლარი პენტაგონის მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის საწყობების შესავსებად;
- გარდა ამისა, პაკეტში შედის 4 მილიარდი დოლარი უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის, იარაღის შეძენაში დახმარებისთვის;
8,8 მილიარდი დოლარი უკრაინის პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას, ასევე საელჩოს გახსნას, ომის დანაშაულის დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვებასა და ბირთვული საწვავის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად მიმართული ზომების დაფინანსებას ითვალისწინებს.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები