25.11.2024 | 01:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შერჩევითი სამართალი - ბათუმის მერია, თურქი ბიზნესმენის მიერ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟს ვერ ბედავს [ვიდეო]

მუნიციპალური ინსპექცია გააქტიურდა ბათუმშიც. დღეს დილიდან ცენტრალურ ბულვარში არსებული „პიერ ბათუმის“ დემონტაჟი დაიწყეს. რესტორნებისა და კაფეების, ასევე სავაჭრო დაწესებუებების ქსელი წლებია სადავოა. თურქ მფლობელს უკანონო მშენებლობას 2010 წლიდან ედავებიან. დემონტაჟის შესახებ მესაკუთრეს გაფრთხილება არ მიუღია. მისი თქმით, ბიზნესში სოლიდური თანხა აქვს ჩადებული. ბათუმის მერიის შერჩევით სამართალზე საუბრობენ „პიერ ბათუმთან“ შეკრებილები, რომლებმაც არჩილ ჩიქოვანს გოგოლის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კვარტლის მშენებლობა შეახსენეს, რომელიც ასევე უკანონოა და თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ ჩინურ კვარტალში ბათუმის მერია ოზთურქის უკანონო მშენებლობას მხოლოდ აჯარიმებს და დემონტაჟის ბრძანების გაცემას ვერ ბედავს.

დღის გადაცემები