2020 წლის 31 ივლისის შემდეგ პრეზიდენტმა დამოკიდებულების ნაცვლად გადაწყვეტილება შეცვალა. ზურაბიშვილი გიორგი რურუას პოლიტპატიმრად დღემდე არ მიიჩნევს, მისი გათავისუფლების წინააღმდეგია, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტზე ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ ერთი კვირის ვადაში შეწყალებას მაინც გეგმავს. ქვეყნის მთავარსარდალმა საგანგებო ბრიფინგზე საკუთარ პრინციპებზე ბევრი ისაუბრა, ბოლოს კი როგორც თავად აღნიშნა გამოსვლა სკანდალურად დაასრულა.
სალომე ზურაბიშვილის ე.წ სკანდალური გადაწყვეტილება უპეცედენტო ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ გასულ წელს, მან მსგავსი მიზეზით გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
ზურაბიშვილის მხრიდან პოზიციის რადიკალური შეცვლა ნანა დევდარიანის აზრით უხარხულობას ქმნის. "პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ არ შეიძლება პოლიტიკოსს ეპატიოს ის, რაც არ ეპატიება რიგით მოქალაქეს. დევდარიანის აზრით, როდესაც ადამიანის შეწყალებას პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებენ, ეს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის ირიბი აღიარებაა.
მმართველ გუნდში პრეზიდენტის განცხადების პათოსს იზიარებენ. კობახიძის გუნდს მიაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად გიორგი რურუაც უნდა შეიწყალონ და ნიკანორ მელიასათვის ამნისტიაც გამოაცხადონ. "ქართულ ოცნებაში" ამგვარ ქმედებებს სწორ საქციელს უწოდებენ.