დღის სიახლეები
შვეიცარიამ სანიტარული საშვები შემოიღო [ვიდეო]
შვეიცარიაში 13 სექტებმრიდან სანიტარული საშვების მოქმედება იწყება. სერტიფიკატში ვაქცინაციის, კორონავირუსზე ტესტის უარყოფიტი პასუხი ან გადატანილი დაავადების შესახებ იქნება ინფორმაცია. საშვის წარმოდგენა აუცილებელი ხდება რესტორნებში, თეატრებსა და ფიტნეს-ცენტრებში. ახალი რეგულაცია ასევე ღია სივრცეშიც იმოქმედებს, თუკი შეკრებას 1000-ზე მეტი ადამიანი გეგმავს. სანიტარული საშვი ყველა 16-მდე ზემოთ შვეიცარიელისთვის იქნება სავალდებულო. ქვეყნის ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვა დაინფიცირების შემთხვევათა ზრდის გამო დააწესა - ყოველდღიურად ალპების კონფედერაციაში კოვიდ-19-ის 3 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დღეისათვის შვეიცარიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინაციის სრული კურის აქვს გავლილი.
მსგავსი
დღის გადაცემები