დღის სიახლეები
შვეიცარიაში, ჟენევის მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდი მიმდინაროებს [ვიდეო]
შვეიცარიაში, ჟენევის მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდი მიმდინაროებს. საქართველოს ხელისუფლებას ამ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია წამოადგენს. ქართული მხარის განცხადებით, ის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებაც იმსჯელებს. რამდენად საკმარისია პრობლემების მოსაგვარებლად დღეს არსებული ფორმატები? ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. ნაწილი მათგანი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ოკუპაციის თვალსაზრისით არსებული ვითარება მოგვარდეს. ნაწილი მათგანი კი აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ გააჩნია და არსებულ ფორმატს უნდა დასჯერდეს.
მსგავსი
დღის გადაცემები