24.11.2024 | 21:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შოლცი: "რუსეთთან ომის დასასრულებლად საჭიროა საუბარი, მაგრამ ჯერ ჯარები უნდა გაიყვანონ"

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად კრემლთან მოლაპარაკება აუცილებელია. 

"ჩვენი მიზანია რუსეთმა შეაჩეროს აგრესიული ომი და უკრაინამ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა განმარტა, რომ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია რუსეთთან საუბარი.

"რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. პუტინმა უნდა "დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარები და ამით შექმნას ურთიერთგაგების შესაძლებლობა", - აცხადებს კანცლერი.

დეკემბრის დასაწყისი შოლცი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, სატელეფონო საუბარში, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, კანცლერმა კრემლის ლიდერს კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ მოუწოდა. 

დღის გადაცემები