დღის სიახლეები
შოლცი: "ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ომი რუსეთსა და ნატოს შორის - ასეთ კონფლიქტს მხოლოდ დამარცხებულები ეყოლება მთელ მსოფლიოში"
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ იმის რისკი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა.
"ომი გრძელდება უცვლელი სისასტიკით, თუმცა ამ მომენტში რაღაც შეიცვალა. რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ეს არის რეაქცია იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი გაავლო" - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ ღრმა უთანხმოებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ კრემლთან დიალოგი გაგრძელდეს.
"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ომი რუსეთსა და ნატოს შორის. ასეთ კონფლიქტს მხოლოდ დამარცხებულები ეყოლება მთელ მსოფლიოში" - განაცხადა მან.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები