24.11.2024 | 23:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შს მინისტრის განცხადებით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა ბორტზე მყოფი 8-ვე პირი - დაღუპულია უცხოელი პარაპლანისტიც

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდაცვლილია.

მინისტრის განცხადებით, დაიღუპა ასევე უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა. ამასთან, დაშავებულია პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებას კლინიკაში გადაჰყავს.

შს მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"მინდა, პირველ რიგში მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე ღრმა მწუხარება გამოვთქვა, დაღუპულების ოჯახებს მივუსამძიმრო.

ძალიან მძიმეა ჩვენთვის, ყველასთვის, მით უმეტეს, პირველ რიგში ოჯახებისთვის, მათი მეგობრებისთვის, შსს-სთვის. იცით, რომ 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, 2 კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმები იყვნენ.

სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია.

დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაყავს", - განაცხადა გომელაურმა.

დღის გადაცემები