24.11.2024 | 22:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შს მინისტრის მოადგილე: "პირებს, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან, საქართველოში შემოსვლაზე უარს ვეუბნებით და საზღვრიდან ვაბრუნებთ"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, იმ პირებს, ვინც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და ქვეყნის საზღვრიდან აბრუნებენ.

მინისტრის მოადგილემ ის ღონისძიებები განმარტა, რომელსაც საზღვრის კვეთისას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

"ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ სტატისტიკას, როგორც რუსეთის მოქალაქეების, ასევე, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენ ყველა იმ სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ, რაც არსებობს. ვახორციელებთ კონტროლს საზღვარზე, კერძოდ, ხდება შემომსვლელი პირების შემოწმება, მათ შორის ხდება დოკუმენტური შემოწმება იმისათვის, რომ მათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები ჰქონდეთ. გარდა ამისა, თუკი მათ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების კვეთის შემთხვევები, ბუნებრივია, მათი დაშვება არ ხდება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება. ასევე სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან, უარის ვეუბნებით და ქვეყნის საზღვრიდან გაბრუნება ხდება. ეს არის ის პროცედურა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის გადაცემები