დღის სიახლეები
შსს-მ 2020 წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი და 8716 მოძალადე დააფიქსირა [ვიდეო]
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი და 8716 მოძალადე დააფიქსირა. როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთაგან, 7573 ქალი იყო, 1571 კი კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 7197 კაცი იყო, 1519 კი ქალი.ოჯახში ძალადობის როგორც მსხვერპლთა, ასევე მოძალადეთა უმრავლესობა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაშია.
მსგავსი
დღის გადაცემები